თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტყიბულის 57-ე ოლქში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა საარჩევნო უბანი საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ დროს დილის 8 საათზე გაიხსნა. მათ შორის ტყიბულის მე-4 საარჩევნო უბანიც, სადაც პირველი ამომრჩეველი ზუსტად 8 საათზე მივიდა.
ადგილობრივი არჩვენების მეორე ტურში მუნიციპალიტეტის გამგებლობისათვის 2 კანდიდატი ბრძოლობს. ,,ქართული ოცნებიდან” რობიზონ გვენეტაძე და ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან” თენგიზ ჭიქაბერიძე. საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით ამ დროისათვის ოლქში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა ფიქსირდება. 10 საათის მონაცემებით უბნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 9%-ია მისული, რაც 15 ივნისის არჩევნებთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.
სარჩევნო სიებში დარეგისტრირებულ 23180 ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის გაკეთება საარჩევნო უბნების დახურვამდე საღამოს 8 საათამდე შეუძლია.
ელისო ჭანტურიძე