„ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე“ _ ასეთია პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში საახალწლო ზეიმი მოეწყო. ტყიბულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებმა სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად სცენაზე ზღაპრული პერსონაჟები გააცოცხლეს და დარბაზში განსაკუთრებული მხიარულება და ხალისი შემოიტანეს.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში” წყალობით გახდა შესაძლებელი, რომლის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსით დაფინანსება “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა” მოიპოვა. პროექტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს შეეხებოდა და აღმზრდელების გადამზადებასთან ერთად ცალკეულ ბაღებში სარემონტო სამუშაოების ჩატარებასა და ახალი ინვენტარის შეტანასაც გულისხმობდა. პროექტის დასკვნით ეტაპზე ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა.
პროექტი „ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რობიზონ გვენეტაძის მხარდაჭერით განხორციელდა. ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა მაყურუბელს ლამაზად კოსტუმირებული სანახაობა აჩვენეს და წინასაახალწლოდ ამაღლებული განწყობა შექმნეს.
ნათია მურუსიძე