ადგილობრივი ხელისუფლება 31 დეკემბერს ტრადიციულად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გარკვეული კატეგორიის ოჯახებს ყოველწლიურად ასაჩუქრებს. წელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის გადაწყვეტილებით მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებთან ერთად საახალწლო ნობათი ომის ვეტერანებმაც მიიღეს. სურსათი და ტკბილეული გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ მის მოადგილესთან შალვა ჯიშკარიანთან ერთად აღნიშნულ ოჯახებში პირადად მიიტანა.
საახალწლო საჩუქრები ამ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობისგან სულ ასამდე ოჯახმა მიიღო. ამ დღეს გამგებელთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა და მათ სურსათი და ტკბილეული გადასცა.
თეონა ჯანელიძე