31 დეკემბრის საღამოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ტრადიციული საახალწლო კონცერტი გაიმართა. სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდა, როგორც დარბაზში, ასევე თეატრის სცენაზე. საღამოს წამყვანებმა განსაკუთრებული ენერგიითა და ხალისით მიულოცეს თანაქალაქელებს 2015 წლის შემობრძანება და საინტერესო საღამო დააანონსეს. ორსაათნახევრიანი საკონცერტო პროგრამა დატვირთული იყო მრავალფეროვანი და სანახაობრივი ნომრებით. საზეიმო საღამოში ჩართული იყო ქალაქში მოქმედი თითქმის ყველა შემოქმედებითი კოლექტივი, მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, მუნიციპალიტეტის თეატრი, ქორეოგრაფიული სტუდია, ხელოვნების სკოლა და ინდივიდუალური შემსრულებლები. შესრულდა არაერთი ახალი საცეკვაო თუ მუსიკალური ნომერი.
საახალწლო კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მათ სცენიდან მიულოცეს თითოეულ ტყიბულელეს ახალი წლის დადგომა და საყოველთაო სადღესასწაულო განწყობას შეუერთდნენ.
საზეიმო კონცერტის დასრულებისთანავე ზუსტად 12 სააათზე ახალი 2015 წლის შემობრძანება ტყიბულის მოსახლეობას, კარლო ლომაძის მოედანზე, გრანდიოზულმა ფოიერვერკმა ამცნო, რომელიც ქალაქ “საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფმა” აჩუქა.
ნათია მურუსიძე