ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე 31 დეკემბრის საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები ჩვენს ქალაქში მოქმედ ორგანიზაცია-დაწესებულებათა ღამის მორიგე ჯგუფებს ეწვივნენ.
უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველი ახალი წლის დამდეგს, იმ სამსახურების თანამშრომლებმა, რომლებიც პროფესიული მოვალეობის სადარაჯოზე დგანან და საახალწლო სუფრას ოჯახურ გარემოში ვერ უსხდებიან, სპეციალური სიმბოლური საჩუქრები მიიღონ. ტკბილეულითა და ნობათით შეკრული საახალწლო ძღვენი პირადად გადაეცათ „ჩემი ოჯახის კლინიკის”, პოლიციის, ხანძარსაწინააღმდეგო, სამთომაშველისა და შახტის სამორიგეო ჯგუფებს. რა თქმა უნდა, საახალწლო მილოცვებს შუშხუნა ღვინის გარეშეც არ ჩაუვლია.
ნათია მურუსიძე