ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე კულურის ობიექტების გაერთიანებაში ქსელის თანამშრომლებს შეხვდა. გამგებელი ბიბლიოთეკებისა და კლუბების დგომარეობით დაინტერესდა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებს გაეცნო.

2

აღნიშნულ შეხვედრაზე სასოფლო ბიბლიოთეკებს ,,წიგნები ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ პროექტის  ფარგლებში საბავშვო და მხატვრული ლიტერატურა გადაეცათ. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.

 ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა