ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ე.წ ,,ბრილისას” ხიდი და მოწამეთა-სორმონის გაზა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
ობიექტების გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პარლამენტის წევრები, საპატიო სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. ,,ბრილისას” ხიდი ერთმანეთთან ორ სოფელს ბუეთს და ხრესილს აკავშირებს. ხიდის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, მისი სიგრძე 12 მეტრია. 93 800 ლარის ღირებულების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,გზა XXI”-მა შეასრულა.
მოწამეთა-სორმონის 2,3 კმ-იან მონაკვეთზე გზის კეთილმოწყობითი სამუშაოები ,,ჯეო-კონსტრუქციონმა” აწარმოა და მისი საერთო ღირებულება 251 298 ლარს შეადგენს.