იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზაზა მეფარიშვილი, ოფიციალური ვიზიტით ტყიბულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.ვიზიტის ფარგლებში მან ორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ოჯახი მოინახულა. მხარის პირველმა პირმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხრესილში მცხოვრებ 72 წლის თენგიზ ლაფერაძესა და ტყიბულში მცხოვრებ 24 წლის გიორგი ბოჭორიშვილს საჩუქრად ეტლები გადასცა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამავე დღეს შ.პ.ს.“ საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ – ს ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ზაზა მეფარიშვილმა შეკრებილებს რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათი მხრიდან, სხვადასხვა საკითხზე დასმულ კითხვებს უპასუხა.
თეონა ჯანელიძე