25 აპრილს ტყიბულში, ორთაბრძოლების კლუბ ”რატი”-ს  დარბაზში, ამავე კლუბის ორგანიზებით გაიმართა ტრადიციული ტურნირი ” გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი იმერეთის პირველობა ,,კუნგ ფუ-სანდა”-ში”, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება და მასში მონაწილეობას  იმერეთის ორთაბრძოლების კლუბები იღებენ.

11195517_900442523346078_1490618019_n

ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა.   მონაწილეებს  კლუბ ” რატი” -ს ხელმძღვანელი ოლეგ ფანჩულიძე მიესალმა და  სპორტცმენებს  წარმატებები უსურვა .  ასევე გაიხსენეს გელა გიორგაძე და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ამჟამად ტყიბულს ესტუმრა ხარაგაულის  2 კლუბი, ზესტაფონის 2 კლუბი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სუფელ „ძევრის“ კლუბი.  ტურნირში 78 სპორცმენი, ვაჟები და გოგონები იღებდა მონაწილეობას. მათშორის  ტყიბულის კარატეს სკოლის  და კლუბი ”რატი”-ს (ხელმძღვანელი ოლეგ ფანჩულიძე) სპორტსმენები.

ტურნირი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.ტყიბულელმა სპორტსმენებმა წარმოადგინეს საჩვენებელი გამოსვლა.

გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები : პირველი ადგილი- ტყიბულის კლუბ“რატი“მ მოიპოვა,  მეორე ადგილი- ზესტაფონის „ავაზა“მ, მესამე ადგილი- ხარაგაულის სპორტსკოლის გუნდმა.

ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები პირად ჩათვლაში, რომლებსაც გადაეცათ დიპლომები და მედლები.

ტურნირს ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამსახურის უფროსი ალეკო ბიბილაშვილი და სპორტული ცენტრის დირექტორი ვალერი კობახიძე.

ღონისძიებას ორგანიზებაში დახმარაბა ტყიბულის სპორტულმა ცენტრმა გაუწია.