დატოვე შენი მწვანე კვალი”, ეკო გაკვეთილი ღია ცის ქვეშ და სასარგებლო ინფორმაცია – კომპანია ,,საქნახშირის” მორიგი ეკო აქცია ტყიბულში.
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ინიცირებული აქცია ,,მწვანე თვის” ფარგლებში ივნისის თვეში ტყიბულში რიგით მეხუთე აქცია გამართა.
როგორ გამოვიყენოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და როგორ მივცეთ მას ახალი ფუნქცია, ამ თემის პრაქტიკულ შესრულებას ორმოცდაათამდე ბაღის აღსაზრდელი პედაგოგებთან ერთად გაეცნო.
პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები, ჩანგლები, კოვზები, თეფშები, გამოყენებული პლასტმასის ბოთლები, საწრუპები, ჩხირები ბავშვებმა ამ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ახალი ნივთები, ფოტო ჩარჩოები და სათამაშოები საკუთარი ხელით დაამზადეს.
პატარებმა ამ დღეს ისწავლეს როგორ აქციონ ნარჩენები სასარგებლო ნივთებად და როგორ დაალაგონ და მოუარონ გარემოს.
ბავშვებმა კომპანიისაგან საცუქრებიც მიიღეს, ნაყინი და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოვიჟენის” მიერ მომზადებული წიგნი, როგორ გარდავქმნათ ორგანული ნარჩენი ღირებულ პროდუქტად.
ელისო ჭანტურიძე