28 მაისს ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულმა კაფემ წარმოადგინა მამა პეტრე კვარაცხელიას პოეზიის საღამო, მისსავე პოეტური კრებულის „სულის ნატეხების მიხედვით“. „სულს დღეს ასე სწყურია წამის გაუკვდავება“. მამა პეტრეს ეს ფრაზა გახლდათ პოეზიის იმ საღამოს სახელწოდება, რომელიც ტყიბულელი, თერჯოლელი და სამტრედიელი მოსწავლეების ერთობლივი შემოქმედებითი სცენარით გაიმართა და რაც მთავარია, ღონისძიებას სტუმრად ესწრებოდა პოეტი და 6 შვილის მამა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელთმსახური, დეკანოზი მამა პეტრე (კვარაცხელია).

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა გაბრიელი (ოყრეშიძე), ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული    სტუმრები როგორც ტყიბულიდან, ასევე ქუთაისიდან, თერჯოლიდან და სამტრედიიდან.       შემოქმედებითი საღამოს ორგანიზატორები იყვნენ, ლიტერატურული კაფეს „მზიანი ღამის“ კლუბის ხელმძღვანელები თენგიზ გაგოშიძე და დიანა ტურძილაძე, ხოლო მხარდამჭერები არაკომერციული ორგანიზაცია ადამიანი გაჭირვებაში “pin”-ი და ადგილობრივი თვითმართველობა.

11293443_926711800719150_708761253_o

სტუმრებს მამა პეტრე კვარაცხელიას და მამა გიორგი ცქიტიშვილს მასპინძლობა ასევე გაუწიეს ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა გაბრიელმა (ოყრეშიძე) და მუნიციპალიტეტის გამგეგებელმა რობიზონ გვენეტაძემ. ბატონმა რობიზონმა სტუმარს საჩუქრად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი გადასცა, ხოლო ლიტერატურულმა კაფემ მამა პეტრე კავარაცხელიას ტყიბულელი ხელოვანის, კახა კბილაძის ნამუშევარი ურთხმელის და ბზის ხისგან შექმნილი ორიგინალური კომპოზიცია უსახსოვრეს.

ტყიბულელთათვის ძალზედ დასამახსოვრებელი საღამოს ავტორები, კიდევ ბევრ ლამაზ ღონისძიებას პირდებიან თანამოქალაქეებს.

მამა პეტრე კვარაცხელიამ ტყიბულში სტუმრობისას მიღებული შთაბეჭდილება საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა:

ტყიბულში არ გავზრდილვარ, მაგრამ გუშინ იქ ვიშვი

   ზოგჯერ მგონია ეს ყველაფერი სხვის თავს ხდება და მეც გულმოდგინედ ვაჯილდოვებ აპლოდისმენტებით. ისევ ბავშვობას ვიჩემებ და დედის დარიგებას გულში ბევრჯერ ვიმეორებ-,,თუ გინდა სურვილები აგიხდეს, ყველას საუკეთესო უსურვე და არც შენ დაგტოვებს უფალი უპასუხოდ“… ხალხის ამხელა სიყვარული ალბათ იმის დამსახურებაა, რომ დედის წინაშე დადებულ პირობას პირნათლად ვასრულებ და უფალს ყველა ადამიანის წინსვლას, წარმატებას და ბედნიერებას ვევედრები. ტყიბულში ბავშვების მიერ წაკითხულმა ლექსებმა თავთან დამაბრუნეს. მამა გაბრიელმა ქრისტიანული სათნოებები განივთებულად მაგრძნობინახშირად მეკითხებიან, რა არის ღირსება და ადამიანობაო?! ამიერიდან ყველას ვუპასუხებ, ყველა საუკეთესო თვისებას ტყიბულში შეხვდებით. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, მაგრამ ღმერთს ვთხოვ, ჩემზე მეტ ბედნიერებას გაზიაროთ, ადამიანებო!..”