რუსთავში 6 და 7 ივნისს, “ქიმიკოსთა სპორტულ ცენტრში“, საქართველოს ღია ჩემპიონატი “კუნგ-ფუ სანდაში” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს რეგიონებიდან ორთაბრძოლების 25 კლუბის 152 მონაწილე, ვაჟები და გოგონები.
ჩემპიონატში მონაწილეობდა ტყიბულის კლუბ „რატი“-ს (ხელმძღვანელები: ოლეგ ფანჩულიძე, ვანო ბოჭორიშვილი) და კარატეს სკოლის (ხელმძღვანელი ლევან კუბლაშვილი) 14 სპორტსმენი.
ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა და წლის შედეგების მიხედვით, “წლის საუკეთესო სპორტსმენები“ დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ ყველა კლუბიდან. მათ შორის დაჯილდოვდნენ, ტყიბულის კლუბ “რატი“-ს სპორტსმენები: გიორგი ჭიჭიკოშვილი,ზურა ჩაფიძე და დათო ფოცხვერაშვილი.
ჩემპიონატის საზეიმო გახსნას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი, რომელმაც კლუბ „რატის“ სპორტსმენს გიორგი ჭიჭიკოშვილს გადასცა სერთიფიკატი „გამარჯვებისადმი სწრაფვა“.
გუნდური პირველი ადგილით (7 ჩემპიონით) დასახელდა ტყიბულის ნაკრები, რომელთაც თასი გადაეცათ. ასევე პირად ჩათვლაში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ: ლადო ფორჩხიძე, დათო ფოცხვერაშვილი, გიორგი ჭიჭიკოშვილი, საბა გელაძე (კლუბი ”რატი”). მერაბი გაბრიაძე, ზურა მოდებაძე, გიორგი გურგენიძე (კარატეს სკოლა).
ჩემპიონატის ორგანიზატორები იყვნენ „საქართველოს კუნგფუს ფედერაცია“ და რუსთავის კლუბი „ღვთის მებრძოლი“.
ტყიბულელთა გუნდს ტურნირზე გამგზავრებაში დახმარება გაუწია ტყიბულის სპორტულმა ცენტრმა, ვალერი კობახიძის ხელმძღვანელობით.