ისტორიულმა მოვლენამ სტარტი გამსახურდიას ქუჩაზე აიღო. ოლიმპიური ცეცხლი საზეიმო ვითარებაში ვეტერანმა სპორტსმენმა თემურ ძაგნიძემ მიიღო.

მეჩირაღდნეები ტყიბულელი სპორტსმნები იყვნენ: პაატა ჩაფიჩაძე, ოლეგი ფანჩულიძე, მალხაზ ფორჩხიძე, კოტე ჭარხალაშვილი, რომლებიც გზადაგზა ოლიმპიურ ცეცხლს ერთმანეთს სიმბოლურად გადასცემდნენ. დანიშნულების ადგილზე, მოსწავლე-ახლაგაზრდობის სასახლის წინ, ოლიმპიური ცეცხლი ბოლო მეჩირაღდნემ, ვარლამ კობახიძემ მიიტანა, სადაც ოლიმპიური ცეცხლის დასახვედრად ტყიბულის საზოგადოება იყო შეკრებილი.
ოლიმპიურ ცეცხლს ტყიბულში სტიქიის შედეგად თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, შავი ლენტებით დახვდნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას. ასევე გაუქმდა საზეიმო კონცერტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.

11348957_932121353511528_1591512008_n
საზოგადოებას ტყიბულში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ მიულოცა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კოტე ლომიძე და უფროსის მოადგილე დავით გორდელაძე ესწრებოდნენ.
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ტყიბულიდან ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ.
საქართველოში, 26 ივლისს, ოლიმპიური ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნამდე ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს ყველა ქალქსა და მუნიციპალიტეში იმოგზაურებს.