დოკუმენტური ფილემების ფესტივალი გაიმართა 26-27 ივნისს ტყიბულის ლიტერატურულ კაფეში.

27 ივნისს, ნაჩვენები იქნა 2 დოკუმენური ფილმი:

1.“ხიდი ვადიზე“,რეჟისორები ბარაკ და ტომერ ჰეიმანები.ფილმი 53 წუთიანია და გადაღებულია 2006 წელს. 50 არაბი და 50 ებრაელი მოსწავლე ერთ სკოლაში იღებს განათლებას,როგორც არაბულ,ისე ივრიტულ ენებზე.ფილმში ასახულია სკოლის არსებობის პირველი წელი.ფილმის გმირების პირადი ისტორიების მაგალითზე გადმოცემულია,თუ როგორ სათუთად ცდილობენ ისინი რთული რეალობის ფონზე თანაარსებობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

  1. “სანტას სახელოსნო“ რეჟისორი ლოტა ეკელუნდი.ფილმში ნაჩვენებია როგორ უხეშად ირღვევა ჩინეთში, სათამაშოების ქარხანაში დასაქმებულთა უფლებები. ასევე როგორ არიან ჩართული ბავშვები მძიმე შრომაში.დასაქმებულთა ანაზღაურება ნაკლებია და სამუშაო მეტი.საწარმოში არაა დაცული უსაფრთხოების ნორმები.მუშები ერიდებიან ამის გასაჯაროებას და პროტესტის გამოხატვას.

ფესტივალის მეორე დღეს, ლიტერატურულ კაფეში ფილმების ჩვენებას, ტყიბულელი ახალგაზრდები დაესწრო.მათ ფილმების შესახებ ესაუბრა და პრეზენტაცია გააკეთეს ლიტერატურული კაფის ხელმძღვანელებმა თენგიზ გაგოშიძემ და დიანა ტურძილაძემ.ასევე გაიმართა დისკუსია ნაჩვენები ფილმების შესახებ.

ფესტივალი ჩატარდა ჩეხური ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით,ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, პროექტის- „გამჭირვალე და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“  ფარგლებში.

kino1„იმერეთის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი“ 1 ივლისს 14 საათზე ტყიბულის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაიხურება,სადაც მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ  ფილმების ჩვენებას და ფესტივლის დახურვის ღონისძიებას.