დღეს ტყიბულის N57  საოლქო საარჩევნო კომისიის   ახლად არჩეული 4 წევრი: გიორგი ხერხაძე; ნატო კენჭოშვილი; ნესტან შეყილაძე;მანანა გოჩელაშვილი და საოლქო საარჩევნო კომისიის ერთი მოქმედი წევრი მაკა კახიძე საარჩევნო ოლქში შეიკრიბნენ. 

სადაც საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჩატარდა.კომისიის წევრებს  შორის დასახელდა კომისიის თავჯდომარის,თავჯდომარის მოადგილის და მდივნის კანდიდატურები.

გაიმართა ღია კენჭისყრა და ერთხმად არჩეული იქნა ტყიბულის N57 საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარედ ნატო კენჭოშვილი, თავჯდომარის მოადგილედ გიორგი ხერხაძე,მდივნად მანანა გოჩელაშვილი.

სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ეკა ბაქრაძე ესწრებოდა.