„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ (GRMA) იმერეთის რეგიონის მედიის წარმომადგენლებისათვის აცხადებს კონკურსს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე;
კონკურსი ტარდება იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში „რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისთვის იმერეთში“. პროექტის მიზანიასაზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), როგორც სრულწლოვანთა, ისე არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული დანაშაულისა და არალეგალური მიგრაციის საფრთხეების შესახებ, ტრეფიკინგისაგან თავის დაცვის საშუალებებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების თაობაზე.
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ტელე, რადიო სიუჟეტი და საგაზეთო სტატია ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის)თემაზე.
კონკურსის ნომინაციებია:
• საუკეთესო ბეჭდური სტატია;
• საუკეტესო ტელესიუჟეტი;
• საუკეთესო რადიოსიუჟეტი;
• საუკეთესო ონლაინმასალა/მულტიმედია
საკონკურსო თემატიკა
• ტრეფიკინგი, როგორც დანაშაული;
• სახელმწიფო და ტრეფიკინგი;
• როგორ დავიცვათ თავი ტრეფიკინგისაგან;
• ტრეფიკინგის მსხვერპლი (სრულწლოვანი, არასრულწლოვანი)
კონკურსის პირობები:
• ნამუშევრები 2015 წელს უნდა იყოს გამოქვეყნებული, ბეჭდვით ან ელექტრონულ (ვებ, ტელე, რადიო) მედიაში;
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმერეთის რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებს;
• თითო ჟურნალისტს თითოეულ ნომინაციაში შეუძლია 3 მასალის წარდგენა
• მასალები წამროდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე
შეფასების კრიტერიუმები:
1. ზოგადი თემის ფარგლებში კონკრეტული პრობლემის ნათლად გამოკვეთა (პრობლემის იდენტიფიკაცია);
2. პრობლემის აქტუალობა;
3. გამოკვეთილ პრობლემატიკასთან დაკავშირებით ნათლად ჩამოყალიბებული ავტორისეული ხედვა (პრობლემის შეფასება და გადაჭრის გზის შემოთავაზება);
4. გამოყენებული თემატიკის სანდოობა და პირველადი წყაროს გამოყენება;
5. ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვა.
მასალები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: nato2727@gmail.com ან მოგვაწოდოთთქვენთვის მოსახერხებელი ფორმით, რეგიონული მედიის ასოციაციის ტრეფიკინგის პრევენციის მედიაცენტრში, ქუთაისში, შემდეგ მისამართზე: რუსთაველის 37, პრესის სახლი, მე–4 სართული.
გამოგზავნილ ნაშრომებს უნდა მიეთითოს მედია ორგანიზაციის სახელწოდება, ავტორის სახელი და გვარი.
კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრიზები.
საკონკურსო ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 5 ნოემბერი.