ტყიბულის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ,,გაზი ყველა სოფელს“ ფარგლებში ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ანხორციელებს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, მოადგილეებთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთნ ერთად დღეს გამსახურდიასა და რუსთველის ქუჩებზე გაზიფიცირების სამუშოები დაათვალიერა.
ვინაიდან, ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ ,,კომფორტი 2001“-მა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და 8 თის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა თუ უბნებში გათხრილი არხები დღემდე ღიადაა დატოვებული, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური მცდელობების შედეგად კონტრაქტორ ფირმას სექტემბრის ბოლოს ხელშეკრულება შეუწყდა, ხოლო გაზიფიცირების პროცესი დასრულება სკუთარ თავზე უშუალოდ ,,გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ აიღო.
89 კილომეტრიანი სიგრძის გაზსადენის მთლიანი ქსელიდან, ამ ეტაპზე, 8 კილომეტრამდე მონაკვეთია დარჩენილი. თუმცა პირველ რიგში, ,,გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ღია არხების აღდგენას და მათთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნებას გეგმავს.
გარდა ამისა, გარკვეულ ადგილებში მილების გადაბმა, მრიცხველებისა და რეგულატორების დამონტაჟება მოხდება, ასევე სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის სამუშოები ჩატარდება.
40-მდე კვალიფიცირებული მუშა-ხელი და 8 ერთეული ტექნიკა რამდენიმე მიმართულებით პარალელურ რეჟიმში მუშაობს, რათა დაახლოებით 2 თვეში ქალაქის სრული დაქსელვა დასრულდეს.პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.
ინფორმაცია ტყიბულის გაზიფიცირების შესახებ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.