ქუთაისში სასტუმრო ბაგრატში, ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“PIN-მა, პროექტის “გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში ” პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა.
პროექტის მენეჯერმა ნანა ყურაშვილმა პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებს,არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებს, არაკომერციული ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში“PIN – ის მიერ იმერეთის 3 მუნიციპალიტეტში: ტყიბულში,თერჯოლასა და სამტრედიაში განხორციელებული პროექტის შედეგები გააცნო.
შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს,ტყიბულის თერჯოლისა და სამტრედიის წარმომადგენლები გაესაუბრენენ და განხორციელებული პროექტის შედეგები გააცვნეს, სპეციალურად დამზადებული ბანერების მეშვეობით.
ასევე ტყიბულის,თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმები გააცნო დამსწრე საზოგადოებას პროექტში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა:ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა,ცვლილებათა გზა,სამტრედიის განვითარების ასოციაცია,რეგიონული განვითარების რესურსცენტრი,კავშირი-„ბავშვები-საქართველოს მომავალი“ .
შეხვედრას დაესწრო ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცი,რომელიც გაეცნო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგებს.
შეხვედრას ასევე დაესწრო იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,ტყიბულის მუნიციპალიტეტსის გამგებელი რობიზონ გვენატაძე და სამტრედიის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური.მათმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში განხორციელებული სამუშაობის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს თანადგომისათვის.ორგანიზაციამ კი გამგებლებს სამადლობელი სიგელები გადასცათ გაწეული თანმშრომლობისათვის.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია,“ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მნისვნელობაზე და პროექტის მეთოლოგიის გამოყენება სახვა მუნიციპალიტეტებში“.