ჩეხურმა არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN-მა, იმერეთის რეგიონის მედია საშუალებებში დასაქმებულ ჟურნალისტებისათვის მედია ტური მოაწყო.
მედია ტურის ორგანიზატორმა რამაზ ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს ტყიბულში, თერჯოლაში, წყალტუბოში და ხონში 2015 წელს PIN-ის მიერ დაფინანსებით განხორციელებული პროექტები ადგილზე გააცნო.
“ადამიანი გაჭირვებაში“ People In Need (PIN) ჩეხური არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ემსახურება ეკონომიკური და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ასევე ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიის დანერგვას და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას კრიზისულ წერტილებში
საქართველოში People In Need (PIN) 2005 წლიდან მუშაობს,ორგანიზაცია ტყიბულში დაფუძნა და ამ დროიდან PIN-მა ტყიბულის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება დაიწყო. პარალელურად თბილისში, განახორციელდა ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის ეკონომიკური პირობების გაუმჯებესებას გულისხმობდა.
2008 წლიდან ორგანიზაციამ გააფართოვა სამოქმედო არეალი და მოიცვა მთლიანად იმერეთის რეგიონი და სამეგრელო, სადაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის, სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის და ახალგაზრდებისათვის ეკონომიკური და სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობი პროგრამები განახორციელა.
ამჟამად, ქუთაისში, თბილისში და სტეფანწმიდაში მოქმედი ოფისები მუშაობენ იმერეთის, რაჭის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების განვითარების პროგრამებზე. ორგანიზაციის მიმდინარე პროექტები ძირითადად მიმართულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებაზე, აგრეთვე ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერასა და მათ აქტიურ, სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ.
მიმდინარე პროექტების ძირითადი დონორები და მხარდამჭერები არიან ევროკომისია, ჩეხეთის მთავრობა და მსოფლიო ბანკი.
წარმოგიდგენთ 2015 წელს იმერეთში PIN-ის მიერ დაფინანსებით განხორცილებულ პროექტებს
სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ენპარდი
სასათბურე მეურნეობა “ქვიტირი” ბიუჯეტი 79790 ლარი. (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)
ყველის მწარმოებელი კოოპერატივი “ლელო 2014” ბიუჯეტი 45745 ლარი.(ხონის მუნიციპალიტეტი)
ღვინის მწარმოებელი კოოპერატივი “თერჯოლის ღვინო” 74486 ლარი. (თერჯოლის მუნიციპალიტეტი).
ღვინის მწარმოებელი კოოპერატივი “საზანო” 76583 ლარი. (თერჯოლის მუნიციპალიტეტი სოფელი“საზანო“)
ჯამში 9 კოოპერატივი. ბიუჯეტი 517809 ლარი.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები
პროექტის მისიაა ხელი შეუწყოს მოქალაქეებს, არაკომერციულ სექტორსა და დამოუკიდებელ მედიას, რომ მოითხოვონ მეტი გამჭვირვალობა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების დროს, აგრეთვე გააძლიერონ ადგილზე სახელმწიფო წარმომადგენელთა პასუხიმგებლობა საზოგადოების წინაშე.
ტყიბულის მუზეუმი, ბიუჯეტი პინი- 5000 ლარი, ტყიბულის ადგილობრივი თვითმართველობა 5000 ლარი.საერთო ჯამი 10000 ლარი.
ტყიბულის მიუსაფართა სასადილო ბიუჯეტი პინი 3500 ლარი, ტყიბულის ადგილობრივი თვითმართველობა 3500 ლარი.საერთო ჯამი 7000 ლარი.
ლიტერატურული კაფე ტყიბულში. ბიუჯეტი პინი 4000 ლარი, ტყიბულის ადგილობრივი თვითმართველობა 4000 ლარი.საერთო ჯამი 8000 ლარი.
თერჯოლის ეკო სახლის ბიუჯეტი 4000 ლარი. თერჯოლის ადგილობრივი თვითმართველობა 4000 ლარი.საერთო ჯამი 8000 ლარი.
მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტი ხორციელდება თერჯოლის, წყალტუბოსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. თითოეულ მუნიციპალიტეტზე გამოყოფილია 58000 დოლარი.
როგორც ჩეხურ ორგანიზაცია PIN-ში აცხადებენ, პროექტის მეშვეობით ადგილობრივი ხელისუფლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაინტერესებული ახალგაზრდები ერთიანი ძალებით გადაწყვეტენ მათ წინაშე არსებულ სირთულეებს, რაც თავის მხრივ ადგილობრივ ხელისუფლებას უფრო მეტად ანგარიშვალდებულს გახდის მოსახლეობის წინაშე.