ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რობიზონ გვენეტაძის მიერ მოძიებულ იქნა სპონსორი, რომელმაც ქველმოქმედების სახით ფინანსური დახმარება გაუწია სპორტულ ცენტრს და მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლას.
ქველმოქმედმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამჟღავნება სპორტული ცენტრი და ხელოვნების სკოლა ხუთიათას-ხუთიათასი ლარით დააფინანსა.
სპორტული ცენტრის მიერ, აღნიშნული თანხის ფარგლებში შეძენილი იქნა კიმანოები, კალათბურთის ბურთები, კრივის ტომრები და ხელთათმანები. მხიარული სტარტების ჩასატარებლად შესაბამისი აღჭურვილობა: რგოლები, ბურთები და სხვა სპორტული ნივთები.
ღონისძიებას სპორტულ ცენტრში მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრო და ცენტრის თანამშრომლებს სექციების შესაბამისად სპორტული ინვეტარი პირადად გადასცა.