ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით რამდენიმე დღეა მდინარე ,,ტყიბულა”-ს კალაპოტის დასუფთავება აქტიურად მიმდინარეობს.
მდინარის კალაპოტში მრავალწლოვანი ხე-მცენარეების მოჭრის და დეკორატიულ გადაბელვით სამუშაოებს კომუნალური გაერთიანების სამსახური ახორციელებს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი კომისიის მიერ ადგილზე ხდება ისეთი ხე-მცენარეების შერჩევა, რომელიც არის საფრთხის შემცველი და საჭიროებს მოჭრას ან დეკორატიულ გადაბელვას, რადგან თავიდან იქნას აცილებული წყალუხვობის დროს დატბორვის საშიშროება. გარდა ამისა, მდინარის კალპოტის გაწმენდის მოთხოვნით გამგეობას მოსახლეობამაც მიმართა.
მდინარის კალაპოტიდან ამოღებული მერქანი მკაცრი აღრიცხვა – დასაწყობების შემდეგ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ნაწილდება. ამ ეტაპზე სათბობი შეშით 20-მდე ოჯახია უზრუნველყოფილი და კიდევ 25 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.