ენერგოეფექტიანობის შესახებ ჟურნალისტებისათვის ქუთაისში ტრენინგ-სემინარი გაიმართა. ტრენინგში მოანაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან (ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი,ოზურგეთი, ტყიბული,ქობულეთი,ლენტეხი).
ტრეინინგზე განხილული იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ენერგოეფექტიანობა და მისი მნიშვნელობა, კლიმატის ცვლილებები და მსოფლიო ძალისხმევა, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პრაქტიკა, ენერგეტიკის ობიექტების ზემოქმედება გარემოზე.
ტრეინინგის მონაწილეებს დაურიგდა სპეციალურად ჟურნალისტებისათვის მომზადებული, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი, ასევე სხვა პუბლიკაციები, რომელიც გამოიცა აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის ” ალტერნატიული და განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი” გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მცირე გრანტების პროგრამის (UNDP/GEFSGP) მხარდაჭერით.