მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრებმა, 2016 წლის სალაშქრო სეზონის გახსნის ღონისძიების სავარაუდო ადგილი, კურორტ საწირეს მიმდებარე ტერიტორია მოინახულეს.
მათ ადგილობრივმა გამგებელმა უმასპინძლა და მასთან ერთად სეზონის გახსნის ღონისძიებისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდა. საწირეში მოხვედრას მოლაშქრეები ქუთაისიდან მატარებლითაც შეძლებენ, რომელიც ბანაკის დღეებში მეტი ინტენსივობით ივლის. ღონისძიების პარტნიორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იქნება. 2016 წლის სალაშქრო სეზონის გახსნა აქამდე ჩატარებულებს შორის ყველაზე გრანდიოზული იქნება.
(ინფორმაცია მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ფეისბუქის ოფიციალური გვერდზე გავრცელდა).