ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით ტყიბულის 57-ე საარჩევნო ოლქში ორ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება.
ვინაიდან ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიამ მე-2 და მე-5 უბნებზე აღმოჩენილი დარღვევების გამო ორივე უბნის შედეგები ბათილად სცნო აღნიშნულ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს გაიმართება. ამ უბნებზე კენჭისყრა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება და მას მე-4 და მე-6 საუბნო საარჩევნი კომისია უხელმძღვანელებს.
ელისო ჭანტურიძე