ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სწავლაში წარჩინებულ მოსწავლეებს,2014-2015 სასწავლო წლის 14 კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.საჯარო სკოლების 14 კურსდამთავრებულიდან 10-ს ოქროს და 4-ს ვერცხლის მედლები სიგელებთან ერთად გადაეცათ.
ოქროს მედალი გადაეცათ: მარიამი კაკაბაძე – ტყიბულის № 1 საჯარო სკოლა; ანი ობოლაძე -ტყიბულის № 1 საჯარო სკოლა; ანა კვირიკაშვილი – ტყიბულის № 1 საჯარო სკოლა; დავით არსენიძე – ტყიბულის № 6 საჯარო სკოლა; მარიამი ოყრეშიძე – ტყიბულის № 6 საჯარო სკოლა; თამარი ფანჩულიძე – ტყიბულის № 6 საჯარო სკოლა; ქრისტინე ჭელიშვილი – ტყიბულის № 6 საჯარო სკოლა; ნატო აბესაძე – სოფ. მუხურას საჯარო სკოლა; მარიამი გოჩელაშვილი – სოფ. ორპირის საჯარო სკოლა; ლანა სირბილაძე – სოფ. ორპირის საჯარო სკოლა.
ვერცხლის მედალი გადაეცათ: მარიამ სახელაშვილი – ტყიბულის № 1 საჯარო სკოლა; ნინო ცნობილაძე – ტყიბულის № 1 საჯარო სკოლა; ნინო ფორჩხიძე – ტყიბულის № 6 საჯარო სკოლა; მარიამ დოლაკიძე – ტყიბულის №6 საჯარო სკოლა.
სიგელები ასევე გადასცეს მათ მშობლებს და საჯარო სკოლის დირექტორებს.ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყველა მედალოსანს საჩუქრად 100 ლარი ჩაურიცხა.
სწვალაში წარჩინებულ მოსწავლეებს და მათ მშობლებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში მედლები და სიგელები გადასცა,სწავლაში წარმატება მიულოცა საქართველოს პარლამენტის წევრმა ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ,განათლების სამინისტროს,საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ასვე მადლობა გადაუხადეს მედალოსნების მშობლებსა და სკოლის პედაგოგებს მათ აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისათვის.