გაფიცულ მეშახტეთა ნაწილი, პირველი ცვლის მეშახტეები მინდელის სახელობის შახტში სამუშაოდ წავიდა.ხოლო მეშახტეთა ნაწილმა გაფიცვა გააგრძელა, მეორე ცვლის მეშახტეები სამუშაოდ არწავიდნენ,რის გამოც შახტში საწარმო პროცესი ისევ გაჩერდა.
გაფიცულ მეშახტეებს რომლებიც მთელი დღის მანძილზე შახტის მიმდებარედ იყვნენ შეკრებილი შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და შახტაში სამუშაოდ წასვლისაკენ მოუწოდეს.”ვაწარმოებთ მეშახტეებთან მოლაპარაკებას, რათა აღდგეს შახტაში საწარმო პროცესი და მათ მოთხოვნას განვიხილავთ საწარმო პროცესის პარალელურად”, – განაცხადა შახტის ერთ-ერთმა დირექტორმა გია ქარქაშაძემ.
როგორც ხელმძღვანელობა ამბობს, შახტის გაჩერება ზარალს მიაყენებს კომპანიას, რადგან კონტრაქტორთან დროულად უნდა მოხდეს ნახშირის მიწოდება.
მეშახტეები აცხადებენ, რომ არჩავლენ შახტაში სამუშაოდ სანამ მათი მოთხოვნა არიქნება დაკმაყოფილებული.