2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩვნებმა ტყიბულის 57- ე საარჩევნო ოლქში სერიოზული ექსესების გარეშე ჩაიარა და ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. სარჩევნო სიებში სულ დარეგისტრირებული იყო 23 184 მოქალაქე, აქედან საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღო 11 852 ამომრჩეველმა, თუმცა წარმოდგენილი პარტიებიდან გამგებლობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-ანი ბარიერი ვერ გადალახა და შესაბამისად ტყიბულში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

თვითმმართველობის არჩევნებზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლობისათვის 3 კანდიდატი იბრძოდა, ,,ქართული ოცნებიდან” რობიზონ გვენეტაძე, ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან” თენგიზ ჭიქაბერიძე, ხოლო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან დოხნაძე. ამომრჩეველთა ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა.
კოალიცია ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა რობიზონ გვენეტაძემ 4602 ხმა მიიღო, რამაც საერთო რაოდენობის 42, 14% შეადგინა. ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა თენგიზ ჭიქაბერიძემ 3453 ხმა ანუ 31,62%, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ლევან დოხნაძემ 2415 ხმა ანუ 22,11%.
პროპორციული სისტემით არჩევნებში პირველი ადგილზე კოალიცია ,,ქართული ოცნება” გავიდა 39, 7% -ით, მეორე ადგილზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 24,2 %, მესამე ადგილზე 22, 2% -ით ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია”. 4 %-ანი ბარიერი ასევე გადალახა კიდევ ერთმა პარტიამ ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” 5,25%-ით.

 

რაც შეეხება მაჟორიტარებს, ტყიბულის 57-ე საარჩევნო ოლქის 10 ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქიდან 7 მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი გავიდა:
ქალაქი – თამაზი კუბლაშვილი; საწირე – თეიმურაზ ცქიფურიშვილი; ხრესილი – რამაზი ობოლაძე; ორპირი _ მურმანი ბასილაძე; მუხურა _ როლანდი არსენაშვილი; ცუცხვათი _ გრიგოლ ჩიხლაძე; ჯვარისა _ ისიდორე ლომთაძე. კურსების ოლქში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ირაკლი აფრიდონიძე გავიდა. ორ ოლქში კი დამოუკიდებელი კანდიდატი, სოჩხეთში _ გოდერძი ცნობილაძე და გურნაში _ გიორგი ნანიკაშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოხდა ორი უბნის შედეგების გაბათილება. თუმცა მას პირველად შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ტყიბულის 57-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსული იქნა რამდენიმე საჩივარი, მათ შორის მე-2 და მე-5 საარჩევნო უბნებზე. ოლქში შემოსული საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომაზე განიხილა. განხილვის შემდეგ აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და მე-2 და მე-5 უბნის შედეგები გააბათილა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ ივლისის ბოლოს გაიმართება.

 

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *