ტყიბულის ოლქში ოცდაჩვიდმეტივე საარჩევნო უბანი საღამოს 20:00 საათზე დაიხურა. ხმების დათვლის პროცედურა თითქმის ყველა უბანზე ხმაურის გარეშე და წესების სრული დაცვით ჩატარდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ამომრჩეველთა აქტივობამ უბნებზე 12 საათიდან იმატა.
ტყიბულის ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. საარჩევნო სიებში სულ 23 184 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული, საიდანაც არჩევნებზე საკუთარი პოზიცია 11 852-მა ადამიანმა დააფიქსირა.
თეონა ჯანელიძე
http://www.youtube.com/watch?v=j5j2E2EUXZ0