ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეება გამგეობასთან აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა ხელფასებთან დაკავშირებით უცვლელია – ისინი თანახმა არ არიან კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” მიერ შეთავაზებულ ხელფასის 5%-იან მომატებაზე და მინიმუმ 20%-ის მომატებას ითხოვენ.
მეშახტეებთან ერთად აქციაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, სტუდენტები და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საგაფიცვო კომიტეტის წევრებმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდეს, ჩამოვიდნენ, მათ გვერდით დადგნენ და მოუსმინონ გაფიცულებს.
ასევე მოუწოდეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მიუხედავად კვირა დღისა, გამოვიდნენ და მათ გვერდით დადგნენ, რადგან ისინი მათი არჩეულები არიან და ვალდებულები არიან მათ გვერდით იყვნენ. მეშახტეები თხოვნით მიმართავენ ასევე ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს, ჩამოვიდეს ტყიბულში და გაფიცულებს მოუსმინოს.