გამგეობასთან დღეს გამართულ მეშახტეთა აქციის დასრულების შემდეგ,აქციის მონაწილეებმა ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
მათმა გაირეს ქალაქის ცენტრალური ქუჩა შეძახილებით „თავისუფლება მეშახტეებს – არა მონობას“.ისინი ამშეძახილებით “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ კუთვნილ თბოელექტროსადგურთან მივიდნენ, სადაც მცირე დროით გაიმართა აქცია. შემდეგ აქციის მონაწილეები მინდელის სახელობის შახტასთან წავიდნენ და იქ გაგრძელდა მათი საპროტესტო აქცია.მეშახტეებთან ერთად აქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანისაზიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.