ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალმა გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ ოფიციალური სამუშაო კვირა ქველმოქმედებით დაიწყო. ის დღეს უმწეოთა სასადილოში მივიდა და 115 ბენეფიციარს პირადი სახსრებით შეძენილი ყოველდღიური მოხმარების საკვები პროდუქტები გადასცა.

რობიზონ გვენეტაძის განაცხადებით, ამ ქმედებას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და იგი მიუსაფარ ადამიანებზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.

 

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *