საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ დღეს საკუთარი არჩევანი მშობლიურ სოფელში დააფიქსირა. თვითმმართველობის არჩევნებზე მან ხმა სასურველ კანდიდატებს მუხურის მე-11 საარჩევნო უბანზე მისცა.
,,მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო კანდიდატებს მივეცი ხმა საქართველოში. იმ ადამიანებს, რომელთაც უყვართ საკუთარი სოფელი, უცხოვრიათ ძალიან კარგი პატიოსანი ცხოვრებით და არიან ნამდვილი ბურჯები ამ სოფლის და ამ ქალაქის. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადამიანები გაიმარჯვებენ” – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ელისო ჭანტურიძე