ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით,დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტოს ინიციატივით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოთში 4 ჰექტარ მიწის ფართობზე 4000-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი დარგეს.
აქციის ფარგლებში, სოფელ ბობოთში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმყოფებოდა. მინისტრთან ერთად აქციაში მონაწილეობა მიიღო, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, იმერეთის მუნიციპალიტეტის გამგებლებმა, იმერეთის სატყეო სამსახურისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.
გაშენებული ტყე-პარკი იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსი სპეციალისტის გია ცქიტიშვილის სახელობის იქნება.
მსგავს აქციებს სამინისტრო ინტენსიურად აწყობს და მიმდინარე წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმერეთის რეგიონში 30 ჰექტრამდე ტყის აღდგენას გეგმავს.