ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესი ტყიბულში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დღის 12 საათიდან საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით მაღალი იყო.არჩევნები მუნიციპალიტეტის ყველა უბანზე თითქმის დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დრომდე პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით არც ერთი საჩივარი შესულა.
ქალაქის უბნების მსგავსად დარღვევების გარეშე და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სოფლების უბნებზეც. მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში დღის ბოლოსთვის საკუთარი არჩევანი ამომრჩევლის ნაწილს უკვე გაკეთებული აქვს.
თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე არჩევნების მიმდინარეობას ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები აკვირდებოდნენ. მუნიციპალიტეტში მიმდინარე არჩევნებს თვალყურს ადევნებს ასევე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.
ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყიბულის ოლქში 37-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურება.
თეონა ჯანელიძე