22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ტყიბულის რაიონში, კურორტ საწირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყიბულის წყალსაცავის ნაპირზე გამართავს 2016 წლის სალაშქრო სეზონის გახსნის ფესტივალს.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და წინასწარი მონაცემებით 1500 -მდე სტუმარს ველოდებით. მათ შორის წარმოდგენილი იქნებიან მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბები, დამწყები და მოყვარული მოლაშქრეები, ჯომარდის ფედერაცია, ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია და სხვა. ადგილზე მოეწყობა თემატური ბანაკები მსურველთათვის, სხვა და სხვა სახის გასართობი თამაშები და ღონისძიებები,
22 აპრილი – მოეწყობა ბანაკი, კლუბები თავიანთი თემატური ბანაკებით განაწილდებიან ფესტივალის ტერიტორიაზე, სადაც სტუმრებს ექნებათ საშუალება გაეცნონ მათ გეგმებსა და პროფილებს. ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყობა zipline, რომელიც მთელი ფესტივალის განმავლობაში განაგრძობს ფუნქციონირებას. მთელი დღის განმავლობაში ბანაკს ექნება მუსიკალური გაფორმება.
23 აპრილი – ფედერაციის წევრ კლუბებს შორის ჩატარდება სალაშქრო რალი, ჩატარდება სხვა და სხვა ტიპის შეჯიბრებები, ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია გამართავს საჩვენებლ თამაშს, სადაც მსურველები შეძლებენ მოსინჯონ თავიანთი ძალები და შეისწავლონ ამერიკული ფეხბურთის წესები. ჯომარდის ფედერაცია მსურველებს მისცემს საშუალებას გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები ჯომარდობაში. დღის განმავლობაში გახმოვანდება სხვა და სხვა სიახლეები ფედერაციისგან, ბანაკი გაფორმდება ელექრონული მუსიკით, საღამოს გამიართება სალაშქრო რალიში გამარჯვებული გუნდის დაჯილდოვება, რის შემდეგაც დაიწყება კონცერტი, სადაც დაუკრავენ ქართული ბენდები: JETBIRD, ASEA SOOL, MELOW YELOW,
24 აპრილი – გაგრძელდება სხვა და სხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები, ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაისვენონ და გაერთონ მთელი დღის განმავლობაში.
25 აპრილი – ფესტივალის დახურვის დღე.