ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურორტ საწირეს მიმდებარედ, ტყიბულის წყალსაცავთან 22-25 აპრილს 2016 წლის სალაშქრო სეზონის გახსნის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრმა კლუბებმა, მოყვარულმა მოლაშქრეებმა,ჯომარდობის ფედერაციამ,ბაიკერებმა, ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა.

ფესტივლის დღეებში გაიმართა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, “ ბრაო რეკორდსმა“ გამართა კონცერტი რომელიც ლამაზი ფოირვერკით დასრულდა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს მათმა მოლოდინმა გაამართლა, ფესტივალში მონაწილეობა დაახლოებით 3 000-მდე მონაწილემ მიიღო.
molashqreebi2
მოლაშქრეთა ბანაკის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს, ფესტივლის გამართვის ადგილმდებარეობით და აღნიშნეს რომ ფესტივალი საუკეთესოდ იყო ორგანიზებული.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ფესტივალი მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. გარემოს დაცვის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

მოლაშქრეთა ფესტივალი საწირეში გაიმართა “საწირის განვითარების ფონდი”ს ინიციატივითა და დახმარებით.