იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი ტყიბულში იმყოფებოდა. მან ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად ქალაქში ის ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა, სადაც სარეაბილტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ალექსანდრე იოსებაშვილმა ადგილზე დაათვალიერა პირველ საჯარო სკოლასთან მშენებარე და თითქმის დასრულების ფაზაში მყოფი 750 კაცზე გათვლილი ქართული ჭიდაობის არენა. საჭიდაო არენის კონსტრუქციის აგება უკვე დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ გარე მოპირკეთებითი და შიდა მოედნის მოწყობითი სამუშაოები. ის ადგილზე ასევე გაეცნო საცურაო აუზისა და სპორტის სასახლეზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

ელისო ჭანტუიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *