როგორც ტყიბულში ამბობენ, დღეს საღამოს 7 საათისთვის ძლიერი წვიმა წამოვიდა და მას სეტყვა მოჰყვა,
რამაც დააზიანა ბაღები,ბოსტნები,ხეხილი,სიმინდის ყანები,განადგურებულია ვენახი.დაისეტყვა ქალაქის ნაწილი, განადგურდა მცენარეები. ქალაქის ზოგიერთ უბნებში და სოფლებში მხოლოდ ძლიერი წვიმა დაფიქსირდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განგვიცხადეს- მათთვის ცნობილია რომ ქალაქ ტყიბულის ზოგიერთი უბანი დაისეტყვა, რის შემდეგაც ისინი დაუკავშირდნენ მუნიციპალიტეტის სოფლებში მათ წარმომადგენლებს და სტიიქის შესახებ მათგან ინფორმაცია არმიუღიათ. მუნიციპალიტეტის გამგეობა ამწუთებშიც ამოწმებს ხომ არმომხდარა სადმე სტიქია.