დღეს კოალიცია ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” კანდიდატების წარდგენა ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში გაიმართა, სადაც ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი თენგიზ ჭიქაბერიძე სოფელ მუხურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სლავა ბოჭორიშვილმა წარუდგინა.
მან ასევე შეხვედრაზე ქალაქის, თემების და სოფლების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა და მოსახლეობას პარტიული სიის წევრები გააცნო.
თვითმართველობის არჩევნებზე ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციდან” ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კოსტანტინე ბოჭორიშვილი იბრძოლებს, კურსების თემში შოთა ბურაევი, ორპირის თემში გია ჯინჯიხაძე, საწირის თემში გოჩა ცირეკიძე, სოჩხეთის თემში რაჟდენ გოგელაშვილი, ხრესილის თემში რევაზ ყვავაძე, ჯვარისის თემში ლერი ჩუბინიძე, სოფელ მუხურაში სლავა ბოჭორიშვილი, ხოლო სოფელ ცუცხვათში გურამ კუპრაშვილი.
მუნიციპალიტეტის გამგებლობისა და მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თენგიზ ჭიქაბერიძემ და კოსტანტინე ბოჭორიშვილმა შეხვედრაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს და მათ თვითმართველობის არჩევნებზე პარტიისა და კანდიდატების მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს.
ელისო ჭანტურიძე