„ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის TDDF” და „საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტყიბულში სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლამ 2015-2016 სასწავლო წლის პროცესი დაასრულა.

საკვირაო სკოლას TDDF-ის მოხალისე, იურისტი ხატია ბეროძე ხელმძღვანელობდა.
დასკვნით ღონისძიებაზე სკოლის მსმენელებს შორის გაიმართა კონკურსი (ბრეინ-რინგი). ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსში გაიმარჯვა გუნდმა „ფილოკრატოსი”. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო თასი. საკვირაო სკოლის ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სერტიფიკატებითა და წიგნებით.
საკვირაო სკოლის მსმენელები და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის წარმომადგენლები მადლიერებას გამოხატავენ გაწეული დახმარებისათვის „საქართვლოს ახალგაზრდაი იურისტთა ასოციაციისა“ და პროგრამის ხელმძღვანელის თამარ მეტრეველის მიმართ.
ტყიბულის სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლა მიმდინარე წლის სექტემბრიდან კვლავ განაახლებს სასწავლო პროცესს და გამოაცხადებს მოსწავლეთა მიღებას.