წლების მანძილზე არაბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოფელ ცუცხვათში ავარიულ სახლში ცხოვრობდა. გაუსაძლის და საცხოვრებლად საშიშ პირობებში იზრდებოდა ხუთი არასრულწლოვანი გოგონა, რომელთაც გარდა ყოფითი პრობლემებისა და საკვების სიმწირისა, მინიმალური საჭიროების ნივთებიც არ გააჩნდათ. თუმცა ამიერიდან აღნიშნულ ოჯახს ცუცხვათში ახალი საცხოვრებელი ექნება. კომპანია “რედ კომ” და პირადად მისმა დირექტორმა მირიან ქათამაძემ მათთვის ორსართულიანი სახლი შეიძინა და ოჯახის უფროსს პირად საკუთრებაში გადასცა.
ახლა უკვე არაბიძეების ხუთშვილიანი ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი საძინებელი ოთახი ექნება. ბავშვები მეცადინეობას და თავის მოვლას კი უკეთესს პირობებში შეძლებენ. ამიერიდან მათთვის ახალ სახლში ცხოვრება უსაფრთხო გახდება.
თეონა ჯანელიძე