ტყიბულში მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორი მაია კუზნეცოვა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც მაია კუზნეცოვამ „ოკრიბანიუს“ განუცხადა ის რამდენიმედღეა ტყიბულში არიმყოფება,მას გუშინ გამგებლის მოადგილე ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ გამგებლის ბრძანებით გათავისფლია სამსახურიდან. მისივე ინფორმაციით გუშინვე გამგებლის მოადგილემ ხელოვნების სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს სკოლის ახალი დირექტორი ამევე სკოლის პედაგოგი წარუდგინა.
თავად კუზნეცოვასთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა-„ქალაქში არვიმყოფები,რამდენიმედღით თავი გამგებლის მოადილესთან გავითავისუფლე უშუალოდ ჩემი სფეროს კურატორათან, ოჯახური მდგომარეობის გამო და ეს დღეებია სამსახურში არვყოფილვარ,გუშინ რომ დამირეკეს და მაცნობეს რომ სამსახურიდან გამათავისუფლა გამგებელმა, გაოცებული დავრჩი,ნამდვილად არველოდი ასეთ უკანონო გადაწყვეტილებას“.აცხადებს კუზნეცოვა ჩვენთან საუბრისას.
ასევე კუზნეცოვა ამბობს რომ, გამგეობას ოფიციალური წერილით არგაუფრთხილებია შესაძლო გათავისუფლების შესახებ და ამდროდე არაქვს მიღებული გათავისუფლების ბრძანება, მხოლოდ რამდენიმე თვის წინ უთხრეს რომ შესაძლოა გათავისუფლდეს სამსახურიდან გამგეობის აუდიტის ფინანსური შემოწმების დასკვნის საფუძველზე.
სკოლის ყოფილი დირექტორი უკანონოდ მიიჩნევს მის გათავისუფლებას,მას უკვე ყავს ადვოკატი ამსაქმესთან დაკავშირებით და აპირებს გამგებლის ბრძანების სასამართლოში გასაჩივრებას.
მაია კუზნეცოვა ტყიბულის ხელოვნების სკოლის პედაგოგია 1993 წლიდან,სხვადასხვა წლებში იყო ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე და დირექტორის მოადგილე,ხოლო 2012 წლიდან დირექტორის თანამდებობა ეკავა.