„ახალგაზრდების უფლებებით აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში ქ. ტყიბულში, „კეცხოველის ბაღში“ 20-23 ივნისს „ტყიბულის რაიონის განვითარებების ფონდმა TDDF“, ოთხდღიანი საზაფხულო ბანაკი გამართა ბავშვებისათვის,

სახელწოდებით „YC4YC – ახალგაზრდული საბჭო ახალგაზრდა მოქალაქეებისათვის“. ბანაკში მონაწილეობას 50-მდე ტყიბულელი ბავშვი იღებდა. ბანაკი დაგეგმეს და განახორციელეს ახალგაზრდული პროგრამის მმართველი ორგანოს, ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა. ბანაკს კოორდინირებას აშშ მშვიდობის კორპუსის მოხალისე დანიელ ვიდერი უწევდა.
საზაფხულო ბანაკის თემები იყო: ჯანსაღი ცხოვრების წესი, ლიდერობა, მოხალისეობა და კულტურული მრავალფეროვნება. ასევე, პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა ბაშვებისათვის სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები გამართეს.
TDDF2
როგორც ფონდში აცხადებენ, ბანაკის მიზანი იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9-13 წლის ასაკის ბავშვებს საინტერესოდ გაატარებინათ არდადეგები, შეეძინათ ახალი მეგობრები და სახალისო-შემეცნებითი აქტივობების გზით გაეუმჯობესებინათ სოციალური უნარები. აღნიშნულმა გაამართლა და ბანაკის დღეებმა წარმატებით ჩაირა. მსგავსი პროექტების განხორციელება „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს“ მომავალშიც აქვს გათვალისწინებული, გვითხრა ფონდის დირექტორმა ზაზა გოჩელაშვილმა.

ბანაკის დახურვის ცერემონიალზე ღონისძიების მონაწილე ბავშვებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოადგინეს.
საზაფხულო ბანაკი „YC4YC – ახალგაზრდული საბჭო ახალგაზრდა მოქალაქეებისათვის“ სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები ჯგუფების ლიდერებმა გადასცეს.