შეჯერებულია ყველაფერი, როგორც მაჟორიტარების კანდიდატები, ასევე სიის შემადგენლობა და ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა , ”ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
”რაც შეეხება სიებს, მაჟორიტარების წარდგენას – ყველაფერს აქვს თავისი დრო. უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის დაწყებაც, ცნობილი იქნება სიები, მაჟორიტარობის კანდიდატები რაიონებში. ეს ყველაფერი იქნება საარჩევნო კამპანიიის ნაწილი და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა კალაძემ.