ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით, ტყიბული – ქუთაისის მატარებლის მოძრაობის განრიგში ცვლილებაა.
„ მოქალაქეთა საყურადღებოდ! სალიანდაგო დეპარტამენტის დ/ფ-№0027289 21.06.16-ის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, ქუთაისი -I გელათი ორპირის გადასარბენზე, ლიანდაგის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით გამოყოფილი 8 საათიანი ,,ფანჯრის“ გამო, დაწყებული 01.07.16-დან ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა სამუშაოების დამთავრებამდე, მსვლელობიდან იხსნება საგარეუბნო მატარებელი №6323/6324 ქუთაისი ტყიბული.
შესაბამისად, შუადღის მატარებელი 12:50 სთ-ზე მოიხსნება და ტყიბულიდან მატარებელი გავა დილით 05:00 სთ-ზე, ხოლო ქუთაისიდან გამოვა 18:00 სთ-ზე. შაბათ-კვირას მატარებელი ძველი გრაფიკით იმოძრავებს“.ნათქვამია განცხადებაში.
ს.ს. ,,საქართველოს რკინიგზა“ ფილიალი, ,,მგზავრთა გადაყვანა“ ტყიბულის სერვის ცენტრი.