ტყიბულის მუნიციპალიტეტში სამიდღის მანძილზე სამედიცინო აქცია გამართა, სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“.
აქციის ფარგლებში „ევექსი“ს ექიმებმა: ნევროლოგი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, ორთოპედ-ტრამვატოლოგი, ნეიროქირურგი, ოკულისტი, ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, ონკოლოგი და ექოსკოპისტმა, უფასო სამედეცინო მომსახურება გაუწია ტყიბულის მოსახლეობას.
„აქცია ტყიბულში საქართველოს პარლამენტის წევრის ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც დახმარება გაუწია კორპორაცია ევექსის წარმომადგენელემა ტყიბულში იური ელიაშვილმა. ეს არიყო ერთჯერადი სახის აქცია,მსგავსი აქციები გასულ წლებშიც იყო ტყიბულში და მომავალშიც ჩატარდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის. განუცხადა “ოკრიბანიუსს“ აქციაზე მყოფმა ელისო ჩაფიძის ბიუროს წარმომადგენელმა ნათია ამბროლაძემ.
მისივე ინფორმაციით ტყიბულის მუნიციპალიტეტში აქცია სამ ეტაპად გაიმართა, პირველ დღეს სოფელ ორპრის თემში,მეორე დღეს სოფელ მუხურაში. დღესკი აქცია დასრულდა ტყიბულში და ამდროის მანძილზე საკმაოდ ბევრი იყო პაციენტების მომართვიანობა, როგორც სოფლებში ასევე ტყიბულში. აქციის ფარგლებში ათამდე პროფილის ექიმმა მომსახურება დაახლოვებით 300 მდე პაციენტს გაუწია.