ძლიერი წვიმა მოვიდა ტყიბულში,უხვმა ნალექმა დატბორა გზის ცენტრალური ნაწილი გამსახურდიასა და ტყვარჩელის ქუჩებზე, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
როგორც ტყიბულის გამგეობაში “ოკრიბანიუს” განუცხადეს „ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული ტყიბულის კომუნალური და სახანძრო სამაშველო სამსახურები სპეციალური ტექნიკით.სტიქიის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და პოლიციის წარმომადგენლები.
შესაბამისი სამსახურების მიერ მალევე მოხდა დატბორილი გზის გაწმენდა და აღდგენილი იქნა მოძრაობა“,აცხადებენ გამგეობაში.