შვიდი მეშახტე დაშავდა 9 ივნისს საწარმოო პროცესების მსვლელობის დროს მინდელის სახელობის შახტზე.მესამე საექსპლუატაციო უბანში ძველი გამომუშავებული სივრცეებიდან სავარაუდოდ ჰაერის ტალღის უეცარი გამორტყორცნა მოხდა უკვე უბნის მოქმედ გამონამუშევრებში, რამაც იქ მომუშავეთა დაშავება გამოიწვია.
შვიდივე მეშახტე ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ. ექვს მეშახტეს მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა, ხოლო ერთს კი სახის დაჟეჟილობა. დამწვარი მეშახტეების მდგომარეობა იმ დროისათვის საშუალო სიმძიმის იყო. ისინი დღის ბოლოს კატასტროფის ბრიგადების მიერ ქათაისისა და თბილისის სხვადასხვა კლინიკებში იქნენ გადაყვანილები.
ამ დღეს დაშავებული მეშახტეები ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოშივე მოინახულა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ. ადგილზევე იმყოფებოდა იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი.
ფაქტის გამოძიების მიზნით მოქმედი ინსტრუქციის მიხედვით უკვე შექმნილია კომისია, რომელშიც ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ექსპერტებიც ჩაერთვებიან. ამჟამად აღნიშნულ უბანზე სამუშაოები შეჩერებულია.
თეონა ჯანელიძე