მმართველი გუნდის საარჩევნო სია ცნობილი თავად “ქართული ოცნების” წევრებისთვის 13 ივლისს გახდება. ტელეკომპანია “იბერიას” ინფორმაციით, ახალი სახეების წარდგენა საგურამოში შედგება.

ტელეკომპანიის ცნობით, მმართველი გუნდის ყველა დეპუტატს მიპატიჟების ერთი და იგივე შინაარსის სატელეფონო შეტყობინება მიუვიდათ.
“იბერიას” ინფომრაციით, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ერთ-ერთი “ჯინდალ პეტროლიუმის” გენერალური დირექტორი ბექა ოდიშარია იქნება. ასევე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კენჭს მთაწმინდაზე იყრის. მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება შევარდნაძის მთავრობის მინისტრი სოლომონ პავლიაშვილი.
ტელეკომპანიის ინფომრაციით, ძველი სახეებიდან “ქართული ოცნება” მაჟორიტარი კანდიდატების სიაში აღარ იქნებიან: სოსო ჯაჭვლიანი, დავით ლორთქიფანიძე, ნუკრი ქანთარია, გოგი ქავთარაძე, ფატი ხალვაში, ზაზა პაპუაშვილი და თამაზ ჯაფარიძე.
ახმეტაში ზურაბ ზვიადაურს გელა სამხარაულით ჩაანაცვლებენ.
ისევ დედოფლისწყაროში იყრის კენჭს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი. ზაქარია ქუცნაშვილი- თიანეთი-ყაზბეგი, დუშეთის საარჩევნო ოლქი, ელისო ჩაფიძეს ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქში მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს.
რაც შეეხება პარტიულ სიას,სიაში აღარ მოხვდებიან გუგული მაღრაძე, ომარ ნიშნიანიძე, ივანე კიღურაძე, ლუკა კურტანიძე, პაატა ბარათაშვილი.
“პრიორიტეტის” ინფოპრმაციით : არც მაჟორტარულ და არც პარტიულ სიაში არ იქნებიან ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობის ოცნებაში პორიტრებული წევრების ნაწილი”ოცნების” პარტიულ სიაში, შეიძლება იყოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩამეშვილიც.
„პირველირადიო“ www.pirveliradio.ge

ქვემოთ იხილეთ ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემა “პრიორიტეტის” მიერ მომზადებული სიუჟეტი ამთემაზე.

https://www.youtube.com/watch?v=SLPYnuzbLwM