25 ივლისიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მინიფეხბურთში შეჯიბრი იწყება.
ტურნირი, რომელშიც 21 გუნდი იღებს მონაწილეობას ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გამგეობის მიერ ფულადი პრიზები გადაეცემათ.
შეჯიბრი გუნდებს შორის საწირის საჯარო სკოლის მინიფეხბურთის სტადიონზე ერთიკვირის მანძილზე ყოველი დღის 18 საათზე გაიმართება.
მინი ფეხბურთი გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. ორგანიზაციულ საკითხებში, ასევე აქტიურად არის ჩართული ტყიბულის ახალგაზრდდული საკრებულო და იმერეთის ახალგაზრდული ასოციაცია.
შეჯიბრების მიზანია ხელი შეუწყოს მინი ფეხბურთის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.ნათქვამია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის განცხადებაში.